ღარიბაშვილის საბჭოთა ნოსტალგიის ფონზე, სუს-ი და ბელარუსის კგბ დღეიდან თანამშრომლობას იწყებენ

გამოქვეყნდა:

ბელარუსის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, დღეიდან ამოქმედდა.

"შეთანხმება ითვალისწინებს ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებას. ეს არის ინფორმაციის გაცვლა, ურთიერთდახმარება სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის, ასევე ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, იარაღით უკანონო ვაჭრობის, კორუფციისა და საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროების საკითხებში. ასევე შეთანხმებით გათვალისწინებულია წამომადგენლების ან ატაშეების გაგზავნა ერთმანეთის ტერიტორიებზე კონკრეტული, ან განუსაზღვრელი ვადით"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბელარუსის კგბ-სთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავენ და განმარტავენ, რომ დოკუმენტი მხოლოდ იურიდიულ დეტალებს მოიცავს. დოკუმენტს ხელი სუს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა მოაწერა. 

მთავრობის წევრებს დღეს ამ თემაზე არ უსაუბრიათ. მანამ სანამ ხელისუფლება ფიქრობს რა თქვას, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს საბჭოთა ნოსტალგია შემოაწვა და საჯაროდ ერთი ერთში გააჟღერა ის, რასაც ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო მთელი ამ წლების განმავლობაში იმეორებენ.

პოლიტიკური მიმომხილველი იგორ კუროპტევი დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის ეს ნაბიჯი პირველ რიგში გზავნილია საქართველოში მცხოვრები ბელარუსი აქტივისტებისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ამ დრომდე თავს დაცულად გრძნობს.

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ბელარუსში პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის და ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობის მთავარი იარაღია.

თანამშრომლობის შეთანხმება 12 აგვისტოს ბელარუსის მხარემ რეესტრში დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ბელარუსის უშიშროების კომიტეტს საქართველოსგან ინფორმაციაზე წვდომის მოთხოვნა შეეძლება.


 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი