"ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს"
თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.