"ოცნება" საუბნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად აქტივისტებს ნიშნავს - სატელეფონო ჩანაწერები

გამოქვეყნდა:

სახელისუფლებო პარტია საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების პოზიციაზე საკუთარ აქტივისტებს ნიშნავს რაც კანონის დარღვევასთან ერთად პირდაპირი გზაა არჩევნების შედეგების გასაყალბებლად.

ოპოზიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისია უკვე წარუდგინა მტკიცებულება - სატელეფონო საუბარი კონკურსის რამდენიმე მონაწილესთან, რომლებიც აღიარებენ რომ განაცხადი სწორედ ქართული ოცნების ოფისში შეავსო და ამავე პარტიიდან იმართებიან

საარჩევნო უბანზე დამოუკიდებელი დამკვირვებელი კანონის მიხდვით, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ გამოცხადდა კონკურსი, სადაც მსურველებმა  განაცხადი გააგზავნეს და ახლა გასაუბრების ეტაპს ელოდებიან.

აღმოჩნდა, რომ არსებობენ  ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან რომ მათი სახელით განცხადება დაწერილი და გაგზავნილია ცესკო-ში. 

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან განაცახდების ავტორების გადამოწმება დღეს დაიწყეს. მას შემდეგ რაც მათთან ოლქში ქალი მივიდა, რომელმაც არ იცოდა რომ მისი პირადი მონაცემებით განცახდება უკვე გაგზავნილი იყო.  

იმის მიუხედავად,რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რეაგირება ამ ფაქტს არ მოყოლია. ამ შემთხვევების გასაჯაროვების შემდეგ ცესკოში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც მხოლოდ ის თქვეს, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებელი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს რომელიმე პარტიასთან. 

წესით ახლა ცესკო ისნის ოლქში კონკურსს ჩაშლილად უნდა აცხადებდეს და ფაქტებით საგამოძიებო უწყებებიც უნდა ინტერესდებოდნენ, რადგან სატელეფონო საუბრები ადასტურებს რომ ზოგ შემთხვევაში კონკრეტული პირების პირადი მონაცემები, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა,  მათთან შეუთანხმებლად და უკანონოდ გამოიყენეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი