ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დასადგურდა მშვიდობიანი პერიოდი - ღარიბაშვილი 

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანის მერობის კანდიდატის წარდგენაზე საკუთარი გამოსვლა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და მის "მიღწევებზე" საუბარს დაუთმო.

ღარიბაშვილის მტკიცებით, "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება" არის ის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა

"ამას ყოველთვის შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ყველას, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვაზე არის სწორედ ჩვენი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა და დასადგურდა გრძელვადიანი, უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა განვითარება",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკის შედეგია" სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ზრდა და ის, რომ ბოლო 8 წელიწადში ამ სფეროში 2 მილიარდზე მეტი არის ინვესტირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი