
საქართველოს მთავრობა იზიარებს კინზინგერის შეფასებას, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულია - აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამერიკელი კონგრესმენის განცხადების კომენტირებისას.
როგოგრც ნათია თურნავა ამბობს, პორტის ტენდერის ორგანიზებას ხელისუფლება მიუბრუნდება, თუმცა თუ ვინმეს რამე შეკითხვა აქვს, მზად არიან დამატებითი დეტალების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
ვფიქრობ, არაფერია გაურკვეველი, ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ კონტრიბუციას ვთავაზობთ პოტენციურ ინვესტორებს და ყოფილ ინვესტორებსაც ვთავაზობდით... თუ რამე დეტალი აინტერესებს ვინმეს, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ძალიან გახსნილები ვართ და მზად ვართ დამატებითი დეტალები მივაწოდოთ ამ პროცესზე, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის კონსორციუმთან გაგრძლების პოტენციალს მთავრობა ვეღარ ხედავს.
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას ანაკლიის პორტში ამერიკული ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებს. კინზინგერმა ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტრვიუში ისაუბრა.