პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს - ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს ქალაქი აღარ არის ხალხისთვის, ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის და მათი კერძო ინტერესებისთვის. ეს ქალაქი არ არის ბავშვებისთვის, რომელთა სკოლის გვერდზე არის ბენზინგასამართი სადგურები. ეს ქალაქი არ არის დედებისთვის, რომელთაც არ აქვთ ტროტუარები, რომ ბავშვები გაასეირნონ. ეს ქალაქი არ არის მშობლებისთვის, რომელთაც არ აქვთ პარკები, სადაც მანქანის გარეშე გაიყვანენ ბავშვებს, ეს ქალაქი არ არის ასაკოვანი ხალხისთვის, სადაც არც ერთი სივრცე არაა, სადაც პენსიონერი თავისი თავის რეალიზებას მოახდენს იპოვის კოლეგებსა და თანამოაზრეებს", - თქვა ანა დოლიძემ. 

ცნობისთვის, " ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძეა.  ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი - მეტი თავისუფლება და მოძრაობა დროას  ერთობლივი კანდიდატი ნიკა მელიაა.  "ლეიბორისტული" პარტიის მერობის კანდიდატი კი მიხეილ ქუმსიშვილია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი