ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი დენიელ ჰამილტონი საქართველოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა, როგორც ის Twitter-ზე წერს, ამ შეთანხმებაზე "ივანიშვილის თითის ანაბეჭდები ჩანს":
"რატომ არავინ დაფიქრდა საქართველოს მთავრობაში იმაზე, თუ რა საშინელი იდეაა ეს? ამ შეთანხმებაზე ივანიშვილის თითის ანაბეჭდები ჩანს. ზოგჯერ, საქართველოს ერთგული მეგობრებიც კი ვერ დაიცავენ მას მავნე ნაბიჯებისგან", - წერს ჰამილტონი.