ჩვენ ვიბრძვით ერთმანეთისთვის... გთხოვთ, განაგრძეთ აცრები - კოვიდინფიცირებული მოქალაქის მიმართვა რეანიმაციიდან

გამოქვეყნდა:

კოვიდინფიცირებული თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში რეანიმაციიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს. მის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს დილით ვიტალიმ დაიხავლა "წყალი მინდა, ცივი! "

10 დღის ცალმხრივმა კიჟინამ გამოიღო შედეგი! გამარჯვებულები ვართ 3 წამით.... მაგრამ ვიტალის შანსები არ არის მაღალი, სასწაულმა უნდა გადაარჩინოს და თქვენ!

არ უნდა გადაიტვირთოს კლინიკა რომ ვიტალის ქონდეს ინტენსიური ზრუნვა, 1 კონკრეტული ექთანი სულ რომ თავზე დაადგეს.

ჩვენს ოთახში კიდევ სხვა რომ შემოვიდეს, ვიტალი შეიძლება მოკვდეს და ვეღარასოდეს ნახოს თავისი 2 შვილი.

გუშინ ინეზას დაბადების დღე იყო ჯადოსნური, ღამე ემოციებისგან ვერ დავიძინეთ... მაგრამ ყურშიც გვესმოდა ხავილი გვერძე ოთახიდან (((( მონსტრებს კლანჭებში ახალგაზრდები მოემწყვდიათ, აუცრელები...

მუსიკაში ვახრჩობდით განწირულ ოხვრებს... დავლანდეთ 2 გაქროლებული ექსპრეს სიკვდილის პარკი, აღარ ვკითხეთ ერთმანეთს არაფერი...

არ გვინდა შეგაშინოთ, არ გვინდა განერვიულოთ

ჩვენ ვიბრძვით ერთმანეთისთვის, ოჯახებისთვის და ყველა გულშემატკივარს ვემადლიერებით!

არ მოდუნდეთ და გთხოვთ განაგრძეთ აცრები, ჩვენ არ გიმტყუნებთ

დღეს ვიტალის უვლის შორენა", - წერს თამუნა თანდაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი