საქართველოს ელჩი უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო უწყებაში 25 მაისს არის დაბარებული. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შარაშენიძე ამჟამად კარანტინშია, რომელიც ორშაბათს მთავრდება და დიპლომატი უწყებაში ამის შემდეგ მივა.
მიუხედავად ამ პრობლემისა, ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ ურთიერთობას და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა იმ სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა და გვჭირდება ანალიზი, როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობა, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ შარაშენიძე საქართველოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.