თალიბანი ქაბულის გარდა ავღანეთის ყველა ძირითად ქალაქს აკონტროლებს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯგუფებამ კვირას, 15 აგვისტოს პროვინცია ნანგაჰარის დედაქალაქი ჯალაბადი უბრძოლველად აიღო.
ასევე BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩომ ქაბულიდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო.
ამჟამად დაჯგუფება ავღანეთის 34 პროვინციის დედაქალაქიდან 23-ს აკონტროლებს.