ხატია დეკანოიძე ქუთაისში, დავით კირკიტაძე რუსთავში, გიორგი ბოტკოველი თელავში? - "ენმ"-ს მერობის კანდიდატები

გამოქვეყნდა:

დღეს გახდება ცნობილი ვინ იბრძოლებს გამარჯვებისთვის ნაციონალური მოძრაობის სახელით რეგიონებში.
მთავარი ოპოზიციური პარტია მერობის კანდიდატებს წარადგენს. ცნობილია რომ ენმ-ს კანდიდატები ყველა რეგიონში არ ეყოლება. 

"მთავარის" ინფორმაციით, ხატია დეკანოიძეს ქუთაისში, დავით კირკიტაძეს რუსთავში, გიორგი ბოტკოველს კი თელავში წარადგენენ.

კანდიდატებს პარტია საღამოს დაასახელებს.

ოპოზიციის ნაწილი ენმ-ს კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

გარდა ამისა, ენმ შეთანხმების საფუძველზე კანდიდატებს არ წარადგენს თბილისის სამაჟორიტარო ოლქებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი