საკადრო ცვლილებები საგარეო უწყებაში - ზალკალიანს ახალი მოადგილე ჰყავს, იცვლებიან ელჩებიც

გამოქვეყნდა:

საკადრო ცვლილებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - დავით ზალკალიანი საკადრო გადაადგილებებს ადასტურებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ზალკალიანმა განაცხადა, მისი მოადგილის პოსტზე მიხეილ ნინუას ვლადიმერ კონსტანტინიდი ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, კონსტანტინიდს, რომელიც სამინისტროს პრესმდივნის ფუნქციასაც ასრულებდა, მარიამ ნარჩემაშვილი ჩაანაცვლებს.

ზალკალიანმა მიხეილ ნინუას დღეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მოღვაწეობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, მიხეილ ნინუას, რომელიც ჩემი მეგობარია და ჩემი ინიციატივით მოხდა მისი ჩვენთან დაბრუნება. მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისში, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით, - განაცხადა ზალკალიანმა.

ნინუამ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სამსახურიდან წასვლის წინ მან თანამშრომლებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა - "ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს ".

გარდა ამისა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, თანამდებობას ტოვებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ავსტრიაში ელჩად ინიშნება.

ელჩები იცვლებიან ნატოსა და ჟენევაშიც. ვიქტორ დოლიძე და ალექსანდრე მაისურაძე თანამდებობებს გაცვლიან. ჟენევაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იქნება, ხოლო ნატო-ში ვიქტორ დოლიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი