გვეყოლება როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები - აცხადებს "სტრატეგია" აღმაშენებლის ერთ ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და ამბობს, რომ მისი პარტია შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად და სრულფასოვნად მიიღებს.
"ეს გვჭირდება, რათა საერთო პოზიციურ ყულაბაში 43%-იანი რეფერენდუმის პირობებში მივიტანოთ რაც შეიძლება მეტი პროპორციული ხმა. ეს არის ჩვენი სტრატეგია" - ამბობს მანჯგალაძე.
მისივე განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაგეგმილი ჰქონდა 20 აგვისტოდან ხალხის მონაწილეობით ფართომასშტაბიანი წარდგენები, თუმცა მძიმე ეპიდვითარების გამო, გეგმები შეიცვალა:
ვფიქრობთ, რომ სექტემბრის დასაწყისი არის ოპტიმალური ვადა, როცა შეგვიძლია უკვე დავასახელოთ კანდიდატები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, პირიქით, ჩვენი ყველა ლიდერი ახლა გაშლილია რეგიონებში, მუშაობენ უბან-უბან, პირისპირ ხვდებიან ადამიანებს" - თქვა პაატა მანჯგალაძემ.