"KGB" - ეს წარწერა წითელი საღებავით "ლეიბორისტული" პარტიის წევრმა მამუკა ჯუღელმა სუს-ის შენობასთან გააკეთა და ამ ფორმით, საქართველოს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების ამოქმედება გააპროტესტა.
როგორც მამუკა ჯუღელი ამბობს, ამ შეთანხმებით სუს-ის ხელშეკრულებას რეალურად რუსეთთან აფორმებს და უკვე ოფიციალურად, რუსეთს წვდომა ექნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ დოკუმენტზე.
ცნობისთვის, 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ბელარუსის KGB-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ძალაში შევიდა. ამ შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს ბელარუსის KGB-ს - სამსახურს, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო ლუკაშენკოს რეჟიმის სადამსჯელო ბრიგადას უწოდებს.