უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი თანამემამულეებს საქართველოს მაგალითზე უხსნის, რატომ არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის მუქარის
"თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ აშინებდა რუსეთი საქართველოს. მე მახსოვს ეს ქვეყანა როგორი იყო სააკაშვილამდე" - ამბობს დმიტრი გორდონი
გადაცემის წამყვანი გორდონს კითხვას უსვამს, რა უნდა ქნას უკრაინამ, თუ მოსკოვი ეკონომიკური ემბარგოს შესახებ მუქარას შეასრულებს.
გორდონის თქმით, თუ უკრაინა ისე მოიქცევა, როგორც საქართველო მოიქცა სააკაშვილის დროს, ემბარგო მინიმალურ პრობლემებს მოიტანს.
ცნობილი ჟურნალისტის თქმით, რუსეთი საქართველოსაც ემუქრებოდა, მაგრამ საქართველომ ცოტა ხანს გაიჭირვა, შემდეგ კი წელში გასწორდა.