გამგებლებმა, დეპუტატებმა, პირადად შეარჩიეს პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში - ენმ-მ პროკურატურას მიმართა

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს - "ენმ" გურიასა და აჭარაში დღეს გასაჯაროებული ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ოპოზიცია "ოცნების" მიერ, საუბნო საარჩევნო კომისიებში ე.წ დამოუკიდებელი წევრების დანიშვნას აპროტესტებს. 

გამგებლებმა, დეპუტატებმა, ზონის უფროსებმა პირადად შეარჩიეს პირები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებში ე.წ. დამოუკიდებელი წევრების სტატუსით დაანიშნინეს საოლქო კომისიებს. ამის არაერთი მტკიცებულება მოვიპოვეთ, გავასაჯაროეთ და მოვითხოვთ, რომ ეს საკითხი კარგად შეისწავლონ. ბევრი ჩანაწერია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - მაგალითად ოზურგეთში, განცხადებები უშუალოდ პარტიის წარმომადგენლებმა დაწერეს ისე, რომ ე.წ. ავტორს არც კი გააგებინეს, ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერო ბესო ქათამაძე.

პროკურატურაში განცხადებები მტკიცებულებებთან ერთად შევიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი