საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი - ოჯახი ცხედარს ვერ იბრუნებს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის ცხედარს ოჯახი ვერ იბრუნებს. ახალგორის მცხოვრების, 63 წლის ჯუმბერ მილაძის ცხედარი ოთხი დღე გორის პროზექტურაში იყო დასვენებული, ცოტა ხნის წინ კი ის რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.

მილაძეს სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ექსპერტიზა კორონავირუსზეც უტარდება, რასაც ოჯახი აპროტესტებს და ამბობს, რომ 63 წლის მამაკაცი დაგვიანებული სამედიცინო დახმარების მსხვერპლია და არა კორონავირუსის. ახლობლები მილაძის ცხედრის მშობლიურ ახალგორში გადასვვენებას ითხოვნ, სადაც გარდაცვლილის მეუღლე ცხოვრობს.

რუსთავში გადაყავთ მაინც. მიზეზი არ ვიცი, მობილიზებულია მანქანა. ოჯახმა არ იცოდა არაფერი. რომ მოვედით და დაველაპარაკჯეთ, გამომძიებელიც იძახის რომ დასვნა არ მოსულა. რომ არ მოვსულიყავით ისე გადაიყვანდნენ, არც შეგვატყობინებდნენ, - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მილაძეს ჯანმრთელობის პრობლემები 10 მაისს შეექმნა და ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვდა. ამის საშუალება კი მათ მხოლოდ 10 დღის შემდეგ მიეცათ. 63 წლის მამაკაცი გზაში გარდაიცვალა.

ეს არ არის ოკუპირებულ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის პირველი მსხვერპლი. ოფიციალური მონაცემებით, ჯუმბერ მილაძის გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგვიანებულ სამედიცინო დახმარებას გასული წლის სექტმებრიდან დღემდე, 15 მსხვერპლი ჰყავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი