არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის მზადებაა "ოცნებაში". სცენარი წინასწარ გაწერილი და უკვე კარგად აპრობირებულია. წინასწარ შერჩეული საჯარო მოხელეების და პარტაქტივის მობილიზება საუბნო კომისიებში და სხდომები, რომელიც მხოლოდ ფორმალობაა.
კომისიების თავმჯდომარეებად და მოადგილეებად ის ადამიანები ინიშნებიან, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში "სანიმუშოდ" იმუშავეს.
ე.წ ნეიტრალურთა და დამოუკიდებელთა სიას კი სუს-ი ადგენს, რომელიც ოცნების საარჩევნო სცენარში ისევ მთავარ როლშია.