ღამის 11 საათზე ნიკამ დამირეკა წუხელ და მითხრა, მამა, ზუგდიდის მერობის კანდიდატად უნდა წარგადგინოთო - ანზორ მელია

გამოქვეყნდა:

უცაბედი გადაწყვეტილება არ ყოფილა - ამბობს ანზორ მელია, ენმ-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი თავის პირველ ინტერვიუში კანდიდატად დასახელების შემდეგ.

"მთავარი არხის" გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას ანზორ მელიამ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა:

"დღეს, როდესაც ჩემ სამშობლოს გადარჩენა სჭირდება და ჩემი ექიმობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გადარჩენა, ამიტომ 74 წლის კაცმა დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება ბრძოლაში ჩავერთო" ამბობს ანზორ მელია.

როგორც ირკვევა, შეთავაზება შვილისგან მიიღო და მეგობრებმაც დაარწმუნეს, რომ დათანხმებოდა:

"ღამის 11 საათზე ნიკამ დამირეკა წუხელი და მითხრა, მამა, ზუგდიდის მერობის კანდიდატად უნდა წარგადგინოთო, მეგობრებმა ასე გადავწყვიტეთო. მე ვუთხარი, არ იცი რამდენი წლის ვარ, რა დროს ჩემი მერობაა. არა, საჭირო რომ ხარო, დღეს მეგობრებმაც დამარწმუნეს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა." თქვა ანზორ მელიამ.

მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, რომელიც ქვეყნის ბედს წყვეტს:

"არჩევნები კი არ არის ეს, ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება საქართველოს ბედი, იარსებებს დამოუკიდებლად საქართველო თუ, იქნება რუსეთის ერთ ერთი რეგიონი" ამბობს ანზორ მელია "მთავარ აქცენტებში"

შეგახსენებთ, ენმ-მ რეგიონების მერობის კანდიდატები დღეს დაასახელა. ზუგდიდში კი კანდიდატი ანზორ მელია იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი