3 ოქტომბერს გავიღვიძებთ ქვეყანაში, რომლის განვითარებას დავიწყებთ, ეს ბოლო შანსია - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

მე არ მინდა ვიყო იმ თბილისის მერი, რომელიც იქნება რუსეთის გუბერნია - ამბობს ნიკა მელია "მთავარ აქცენტებში" საუბრისას. თბილისის მერობის ოპოზიციის კანდიდატი 2 ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საუბრობს, რეფერენდუმად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეს იქნება ბოლო შანსი რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა უნა გამოიყენონ - "მშობლებით და შვილებით მივდივართ" - ამბობს ნიკა მელია, რომელმაც დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატად მამა - ანზორ მელია დაასახელა.

3 ოქტომბერს ჩვენ გავიღვიძებთ ქვეყანაში, რომლის განვითარებას დავიწყებთ, ეს ბოლო შანსია. სანდროს ვფიცავარ, მე არასოდეს არ მივალ ამომრჩეველთან და არ ვაკადრებ ჩემი აზრი მოვახვიო მას, მაგრამ ეს არის ბოლო შანსი. 2 ოქტომბერს ან ჩვენ ამ შანსს ვიყენებთ, ან ჩვენ ამ შანსს ხელიდან ვუშვებთ" ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია ამბობს, რომ 2 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ 43% ვერ უნდა აიღოს და ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ხოლო ამის შედეგად სათავეში კოალიციური მთავრობა მოვიდეს.

ენმ-მ რეგიონებში, მერობის კანდიდატები დაასახელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი