ენმ-ს მერობის კანდიდატი ვანში, ბადრი მებურიშვილი საქართველოში აშშ-დან დაბრუნდა და აქტიურ კამპანიას გეგმავს. მებურიშვილი მის მშობლიურ რეგიონში, სუს-ისა და ხელისუფლების მხრიდან, ადამიანების მასიურ დაშინებაზე საუბრობს. როგორც ის "მთავარ აქცენტებში" საუბრისას იხსენებს, 2018 წელს, საკუთარი ქორწილის ღამეს დაიჭირეს:
"დიდი ხანია მებრძვიან, არ მეშინია. 2018 წელს საქართველოში ჩამოვედი ჩემი ქორწილის აღსანიშნად და ჩემი ქორწილის ღამეს დამიჭირეს. მე ვაძლევ მაგალითს ყველას, ვანელს, რომ არ შეიძლება დანებება, ბოლომდე უნდა დავდგეთ. სიძლიერე არის გამბედაობაში." ამბობს მებურიშვილი.
ის "მთავარი არხის" ეთერიდან ახალგაზრდებს მიმართავს და მოუწოდებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა იმ ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობაში, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება.