უკვე ცნობილია კონკრეტული თარიღი, როდემდე იმოქმედებს შეზღუდვები - პარლამენტის ახალი კანონპროექტით დასახელებულია 15 ივლისი.
თავად შეზღუდვების კანონპროექტის განხილვა კი საკანონმდებლო ორგანოში დებატებისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
კანონპროპექტს მეორე მოსმენით დღეს უნდა უყარონ კენჭი. მთავრობას შეზღუდვების დაწესება არა უვადოდ არამედ დროებით შეეძლება. "ქართული ოცნება" ამ დათმობაზე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ზეწოლის შემდეგ წავიდა.
ამ პროცესს პრემიერმა გახარიამ ოპოზიციის მასკარადი უწოდა. ამის შემდეგ კი ეს ტერმინი "ოცნების" კოპბახიძემ და თალაკვაძემ გამოიყენეს.
ცვლილებების მიუხეხდავად, ოპოზიცია ახალი შეზღუდვების კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს გასაჩივრებას.
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები კი აცხადებენ, რომ გუშინდელმა დებატებმა შედეგი გამოიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციურია. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პირადად ის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ ეს დიქტატურის კანონპროექტია.
"კანონპროექტი, რომელიც შემოჰქონდა ბატონ პრემიერს, არის დიქტატურის. ფაქტი იმის, რომ გაბედეს, არის ძალიან შეურაცხმყოფელი. მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ამ ვადითაც კი, დაადოს ვეტო", - ამბობს გოგიჩაიშვილი.