ვიმედოვნებ, რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება - გერმანიის ელჩი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ელჩი საქართველოში, რვა მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს. ამბობს, რომ დოკუმენტში ყველაფერი გასაგებად წერია და დიპლომატების ვალდებულება არ არის საჯაროდ განიხილონ დეტალები.

მივესალმებით შეთანხმებას, რომლესაც მივაღწიეთ, ასევე მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორი პირის შეწყალებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ რვა მარტის შეთანხმება შესრულდება... რაც შეეხება შეთანხმების სხვა დეტალებს, ისინი დიპლომატების მხრიდან საჯარო განხილვის საგანს არ წარმოადგენენ, - განაცახადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი პოლიტპარიმარი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. გიორგი რურუა კი ამ დრომდე საპატიმროში რჩება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი