გიორგი ვაშაძე არსად არ იქნება წარმოდგენილი, არც მაჟორიტარად არც მერობის კანდიდატად - ჩიხლაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატად წარდგენილი არ იქნება.

ჩიხლაძის თქმით, პარტიას თავის კანდიდატები ეყოლება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, არ გამოირიცხება ოპოზიციასთან შეთანხმება და საერთო კანდიდატისთვის მხარდაჭერა

"გიორგი ვაშაძე არსად არ იქნება წარმოდგენილი, არც მაჟორიტარად არც მერობის კანდიდატად. სხვა კანდიდატებს რაც შეეხება, იქნებიან  ღირსეული კანდიდატები. ზოგად გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, ზოგან არ გამოვრიცხავ გარკვეულ თანამშრომლობას სხვა ოპოზიციურ ძალებთან",-თქვა სერგო ჩიხლაძემ.

​თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი