საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტებს განათავსებენ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მხოლოდ საშუალო სიმძიმის პაციენტები განთავსდებიან. წოწკოლაურის თქმით, ადგილზე პაციენტებისთვის შესაბამისი აღჭურვილობაა მოწყობილი.

"აქ მოხდება საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება, თუ ამის საჭიროება შეიქმნა. აქ მხოლოდ და მხოლოდ არ იქნება შესაძლებლობა ადამიანის დაინტუბირება, ანუ მართვით აპარატზე გადაყვანა, დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს ამ საფეხურამდე შეეძლება აქ განთავსება",-გიორგი წოწკოლაური. 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ საველე ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სტაფის შერჩევა მიმდინარეობს და საველე ჰოსპიტალმა შესაძლოა, ფუნქციონირება ხვალიდანაც დაიწყოს.

"მიმდინარეობს სტაფინგი, რამდენიმე სტაფის შერჩევა და დაკომპლექტება, შესაბამისად, ჩვენ ხვალიდანაც შეგვიძლია მოვაწყოთ",- თქვა სამინისტროს თანამშრომელმა.

 დიღმის ოლიმპიურ სოფელში საველე ჰოსპიტალის მოწყობა გუშინ, 15 აგვისტოს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი