"ევროპული საქართველო" ტრანსპორტის აღდგენასა და ჯარიმების ჩამოწერას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას ითხოვს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გარეშე არ მოხდება.

გიგა ბოკერია ხელისუფლებას ჯარმების მოხსნისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისკენ მოუწოდებს, ვიდრე ამის გაკეთებას ოპოზიციური პარტიები აიძულებენ.

გუშინ ივანიშვილის გუნდმა გამორჩეულად დიდი სისულელეები თქვა, რატომ უნდა იყოს ძალაში მანქანებზე შეზღუდვა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯარიმების მოხსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროულ გახსნას გონივრული შეზღუდვებით, რაც ჯანდაცვისთვის არის საჭირო, - ამბობს გიგა ბოკერია.

სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნა დაგვიანდა და მას არანაირი ეფექტი არ ქონია ჯანდაცვაზე, გარდა უარყოფითისა.

ჯამში, თანხები, რომლებიც დააწერა ჯარიმების სახით მთავრობამ მოსახლეობას, აღემატება 18 000 000 ლარს. "ევროპული საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არსებული ჯარიმები ჩამოაწეროს მოსახლეობას - ამბობს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი