"ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი დავირაზმოთ პანდემიასთან საბრძოლველად და სწორედ ამიტომ, ხვალ, ჩვენ, დილის 11:00 საათზე გამოვაცხადებთ ტელეფონის ნომერს და ჩემო რუსთაველებო, ყველამ იცოდეთ, რომ ჩვენ უფასოდ მოგემსახურებით, უფასოდ მიგიყვანთ ასაცრელ პუნქტებამდე იმიტომ რომ რუსთავში ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. მინდა იცოდეთ რომ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მოხალისეები, რომელ საავადმყოფოსაც დასჭირდება რუსთავში, ფიზიკურად ადამიანები მივიდეთ და ჩავერთოთ".
- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი".