მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს შეთანხმება ბელარუსის სამარცხვინო რეჟიმთან - მარინა კალიურანდი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან გაფორმებული შეთანხმება:

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რეჟიმის სამარცხვინო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკო უზურპატორია. ბელარუსიდან დევნილები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, დაცულნი უნდა იყვნენ“, - წერს კალიურანდი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური 2016 წელს გაფორმებული შეთანხმების ამოქმედებას დღეს გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. სუს-ი ამტკიცებს, რომ ბელარუსის კგბ-სთან გაფორმებული შეთანხმება არაფერს ავალდებულებს მხარეებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი