ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროგნოზი გამართლდა - პირველი საველე ჰოსპიტალი საქართველოში პაციენტების მისაღებად უკვე მზადაა. უმართავი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ოლიმპიურ ქალაქში მოწყობილი სივრცე მხოლოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებზეა გათვლილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩოგბურთის დარბაზში სახელდახელოდ მოწყობილი კლინიკის გამოყენებას უკიდურეს შემთხვევაში გეგმავს, ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილი კრიზისი ადასტურებს, რომ ქვეყანა ამ უკიდურეს წერტილს უკვე მიახლოვდა.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი