ხელისუფლება შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას სელექციურად უდგება - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი, დღეს იმ ადამინებს შეხვედა, რომლებმაც კორონაპანდემიის დროს სამსახური დაკარგეს. საუბარია მათზე, ვინც სავარაუდოდ, სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ვერ ისარგებლებენ, რადგან მთავრობის დადგენილ რეგულაციებში ვერ მოხვდნენ.

ზაალ უდუმაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, ყველა მოქალაქეს გადაუნაწილონ სასესხო ვალდებულებები, რომ ადამიანები ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას სელექციურად უდგება.

ახლა საუბარი კრედიტის გადახდაზე კი არ არის, ხალხი ფიქრობს იმზე, თუ როგორ გამოკვებონ ოჯახები, ამ ყველაფრის ფონზე კი ხელისუფლება კვლავ ცდილობს სელექციური მეთოდით მიუდგეს მოსახლეობას, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი

}