თბილისის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციონერი კანდიდატები ცნობილია

გამოქვეყნდა:

თბილისის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციონერი კანდიდატები ცნობილია. კანდიდატები დასახელდნენ გირჩი-მეტი თავისუფლებიდან, "ევროპული საქართველოდან" და "დროადან".

შეგახსენებთ, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმების საფუძველზე, ენმ-მ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაასახელა.

გირჩი - მეტი თავისუფლებიდან თბილისის 4 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი არიან:

  • მთაწმინდა- თენგო კირთაძე;
  • საბურთალო - ბორის ყურუა;
  • ​დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი;
  • ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი

(თბილისის ვიცე- მერობის კანდიდატი - ცოტნე კობერიძე) 

"ევროპული საქართველო" - თბილისის 3 ოლქი:

  • ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი;
  • ისანი - ბესო დონაძე;
  • სამგორი - დათო ჟღენტი 

"დროა" - თბილისის 3 ოლქი:

  • ვაკე - ბათუ ქუთელია;
  • კრწანისი - თამაზ ახობაძე;
  • გლდანი - ელენე ხოშტარია

ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე მერობის ცოტნე კობერიძეა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი