შეზღუდვების კანონპროექტი - ომბუდსმენი რისკებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიუხედავად რჩება რისკები. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად დააკვირდება პროცესს, ხოლო შესაბამისის საფუძველის არსებობის შემთხვევაში სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს. ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავს. 

კანონპროექტში განხორციელებული ეს ცვლილებები და ის საკითხი, რომ მათ დროებითი ხასიათი ექნებათ, მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულ რისკებს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა. მათ შორის არის სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე; ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა, - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი