"ნაციონალურ მოძრაობა" დედაქალაქის მერს სასამართლოში უჩივის. მთავარი ოპოზიციური პარტია კახი კალაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. საქმე 11 აგვისტოს გლდანის მოსახლეობისთვის 1 ლარად გადაცემულ უძრავი ქონებას ეხება. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაა.