კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა გრძელდება. ქუთაისის შემდეგ, ცვლილებათა პაკეტს დღეს თბილისში განიხილავენ.
პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებენ.
ცვლილებების განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის გარდა იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებმაც პროექტის ინიცირებას მხარი დაუჭირეს.
სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ იღებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო"