მათიკაშვილის მეუღლე, შესაძლოა, უვადო მოსამართლე გახდეს - დეპუტატი კითხვებს გაურბის

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლე, შესაძლოა, უვადო მოსამართლე გახდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. მოსამართლეობის მსურველებს შორის ერთ-ერთი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე ნინო მამულაშვილია.

დავით მათიკაშვილმა მეუღლის უვადო მოსამართლედ შესაძლო გამწესებასთან დაკავშირებით „მთავართან“ კომენტარი არ გააკეთა.

ინფორმაციის გაცემის წესი, არსებობს ჟურნალისტთან კომუნიკაციის წესი და იქ იქნება შესაბამისი კომუნიკაცია, - ამბობს მათიკაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის არის 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება და მათი უვადოდ დასანიშნად, კენჭისყრის ჩატარება.

უზენაეს სასამართლოში მოხვედრის სურვილი სულ ცამეტმა მოსამართლემ გამოთქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი