ცესკო-ს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქის 3 664 საარჩევნო უბანზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის 29 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 31 483 კონკურსანტის განაცხადი.
აქედან 903-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები. ეს კი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა, კონკურსანტებთან ახლო ნათესაური კავშირის დადასტურების გამო, კომისიის წევრების არჩევის პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა 155 საარჩევნო უბანზე.
მნიშვნელოვანია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 წევრიდან 21 513 (98.26%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით, რაც იმას ნიშნავს, რომ 98,26%-ს კონკურსანტებისას უმეტეს შემთხვევებში როგორც პროფესიული ნიშნით არჩეულმა ისე პარტიული ნიშნით დანიშნულმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა დაუჭირეს მხარი;