
ცდილობს თუ არა ხელისუფლება ეკლესიის გულის მოგებას საარჩევნოდ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი ამბობს, რომ არჩევნებამდე დიდი დროა. მეუფე გერასიმე ეკლესიისთვის ათეულობით ჰექტარი ტყისგადაცემას აუცილებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამით ტყეები განადგურებას გადაურჩება, არ გასხვისდება და მომავალ თაობას დარჩება.
ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას.თქვენ ხედავთ როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიძარცა ეს დიდი საუნჯე და ქვეყნის ფილტვები.ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან ტყეებს და მომავალ თაობას ასე გადასცემენ.აქ იმ ტყის მასივზეა საუბარი რომელიც მონასტრების ახლოს მდებარეობს.სხვა კომფესიებსაც იგივე დაფინანსება აქვს, იგივე პრივილეგიებით სართგებლობენ. საქართველოს ეკლესიას გააჩნია უცხოეთში ეპარქიები, რომელიმე ეპარქიას აქვს პრივილეგიები ისეთი რომ მათ კომფესიებს აქვთ საქართველოში ? არსად არ ხდება ისე როგორც საქართვეკოში? საქართველო არის მაგალითი, არის და იქნება, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. 79 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი - საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემას მხარი დაუჭირა.
კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოაწერის შემდეგ შევა. ამის შემდეგ კი ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.