ყველა მიისწრაფვის რუსეთის ბაზრის ასათვისებლად - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ გავხსენით რუსეთის ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მსოფლიოში და ყველა მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად - ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი ქობულეთის მერობის კანდიდატის,  ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღარიბაშვილის თქმით, ასევე უნიკალური შესაძლებლობაა ევროკავშირის ბაზარიც.

"ჩვენ გავხსენით ბაზრები. მანამ სანამ გასაღების ბაზარი იყო დაკეტილი, რა თქმა უნდა ეს მოტივაციას უკარგავდა ადამიანს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ გავხსენით რუსეთის ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მსოფლიოში და ყველა მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად.

ამას გარდა, ჩვენ გავხსენით ევროკავშირის ბაზარი, ყველაზე დიდი ბაზარი, 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რომელიც არის, ასევე, უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ფერმერებისთვის, რომ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია" -ამბობს ღარიბაშვილი.

ამავე თემაზე:

ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა რეგიონში, კი არა, მთელს მსოფლიოში - ღარიბაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი