თბილისის მერმა 36 ოჯახს, წინასაარჩევნოდ, ბინები 1 ლარად დაურიგა | სარჩელი კალაძის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია კახა კალაძის არჩევნებიდან ჩამოშორებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი თბილისის მოქმედი მერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს, მაგრამ მიიღებს თუ არა მოსამართლე საქმეს განსახილველად, უცნობია.

ამ გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, კალაძის პოლიტიკური ბედიც იყოს დამოკიდებული. ოპოზიცია მას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. ფაქტი კი აშკარაა - მოქმედმა მერმა საარჩევნო პერიოდში 36 ოჯახს 1 ლარად ბინები დაურიგა. თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ ეს კანონის დარღვევაა, კალაძე მერობის კანდიდატად ვეღარ დარეგისტრირდება. 

კახი კალაძეს ცესკო-სთვის მერობის კანდიდატურაზე რეგისტრაციისთვის ჯერ არ მიუმართავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ამას სარჩელის მიმდინარეობისას გააკეთებს, ცესკო-ს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, უფლება არ ექნება მისი კანდიდატურა დაარეგისტრიროს. "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, ცუდი პრაქტიკაა, როდესაც ფაქტობრივად წაშლილია ზღვარი ხელისუფლებასა და პარტიას შორის და ეს ტენდენცია განსაკუთრებით საგანგაშო წინასაარჩევნო პერიოდში ხდება.

თბილისის მერიაში კი გვიმტკიცებენ, რომ მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების რეგისტრაცია არჩევნებს არ უკავშირდება და კახი კალაძე ამ დროს არა კანდიდატის, არამედ მერის ფუნქციას ასრულებდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი