"ლელო" შეზღუდვების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ორგანიზაციის „ლელო საქართველოსთვის“ სარჩელი საკოსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი შეზღუდვების შესახებ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

სარჩელის შესახებ კახა კოჟორიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება შეზღუდვებს შერჩევითად იყენებს - მძიმე ჯარიმა დაეკისრა ათასობით მოქალაქეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წევრები და მათთან დაახლოებული პირები სისტემატურად არღვევენ კანონს და არცერთი უწყება ამაზე რეაგირებას არ ახდენს.

"ლელო საქართველოსთვის" იყო პირველი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის საჭიროებაზე დაიწყო საუბარი. დღესაც არ ვართ წინააღმდეგი გონივრული და რაციონალური შეზღუდვების, რომელიც შემუშავებული იქნება ექიმების და შესაბამისი ექსპერტების შეჯერებული პოზიციების საფუძველზე. და ამის შემდეგ პარლამენტმა - ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის ჩართულობით უნდა მიიღოს ამ ტიპის შეზღუდვები, - ამბობს კახა კოჟორიძე.

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტმა ორი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა, მთავრობას შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გარეშე დაწესების უფლებას აძლევს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ასახელებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი