არქეოლოგიური გათხრები ასპინძაში - აღმოჩენილია ნამოსახლარი და ქვის ნაგებობები

გამოქვეყნდა:

ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭობარეთთან, სატიკნეს გორაზე, არქეოლოგებმა ადრებრინჯაოს, გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის და შუა საუკუნეების ტერასული ნამოსახლარი, ტერასული ტიპის დასახლება და ქვის ნაგებობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას აპინძის მერია ავრცელებს.

ერთ-ერთ ტერასაზე, ადრებრინჯაოს ხანის, 5300 წლის წინანდელი, შვიდი ნაგებობა გამოავლინეს. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც სხვა ნაგებობებთან შედარებით მცირე ზომისაა, იატაკის დონეზე, უკვე აღმოჩნდა თიხის 19 ჭურჭელი. 

ძეგლზე მდებარე მეორე ბორცვის დასავლეთ კიდესთან, აღმოაჩინეს ყორღანული სამარხი. ქვაყრილში აღმოჩნდა ბედენური კულტურის (ქრისტეს შობამდე 25-ე საუკუნე) ორნამენტირებული კერამიკა.

აღნიშნული პერიოდის ყორღანის აღმოჩენა მესხეთში პირველი შემთხვევაა. ჭობარეთის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი თავისი დროის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ძეგლია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი