გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს და დაიჭირეს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიას პარტიის, "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, მათ მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.

ბუჩუკურის თქმით, შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა. 

"დღისით მზისით, იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაიას, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ დაჭერით. რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში",- თქვა ანა ბუჩუკურმა.

პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლო დაკავებული აქტივისტის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი