დღეიდან ვერთვებით ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა კანდიდატი - ზაალ უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

დღეიდან დავიწყებ კარდაკარ სიარულს, როგორც მცხეთაში, ასევე სოფლებში - ამბობს მცხეთის მერობის კანდიდატი ენმ-დან ზაალ უდუმაშვილი.

უდუმაშვილმა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და მცხეთელებს დღეს შეხვდა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობას ვესაუბროთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, არამხოლოდ იმაზე, კონკრეტულ სოფელს რა პრობლემები გააჩნია, არამედ ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს. ის პრობლემები რომ მოგვარდეს, რაც თითოეულ მოსახლეს გააჩნია, ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და 2 ოქტომბერს ოპოზიციამ გამარჯვება იზეიმოს. დარწმუნებული ვარ ეს აუცილებლად მოხდება, ამიტომ დღეიდან ვერთვებით ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა კანდიდატი და 2 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი