საქალაქომ გახარიას თანაგუნდელს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიას თანაგუნდელს, აკაკი ბართაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრი 16 აგვისტოს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 

ადვოკატი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და ამბობს, რომ დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს. მისივე თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობაა და არ არის ამოღებული ჩანაწერები, სადაც ბართაია გააჩერეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი