680 ათას ლარზე მეტი საბავშვო ატრაქციონებისთვის - ტენდერში კალაძესთან დაახლოებულმა კომპანიამ გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

680 ათას ლარზე მეტი საბავშვო ატრაქციონებისა და ფიტნეს ტრენაჟორების შესაძენად - ტენდერში თბილისის მერთან დაკავშირებულმა კომპანიამ "გრინსერვის +"გაიმარჯვა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ მხოლოდ ბოლო ორი ტენდერის თანახმად, 680 ათას ლარზე მეტი თბილისის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. სკვერების მოსაწყობად საჭირო ინვენტარს ორი ქვეყნიდან, იტალიიდან და დანიიდან შემოიტანენ.

კომპანია „გრინსერვისის“ შესრულებულმა სამუშაოებმა საზოგადოების უკმაყოფილება არაერთხელ გამოიწვია. პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თვეებია სწორედ „გრინსერვისი“ ასრულებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ თბილისის მერთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ტენდერში კი მხოლოდ იმიტომ იმარჯვებენ, რომ ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობენ.

კიდევ ერთ ტენდერს სამგორის გამგეობა აცხადებს. პირობების თანახმად, სკვერებში სავარჯიშო კუთხის მოწყობას გამგეობა 130 ათას ლარად გეგმავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში კორონა პანდემიაა და ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა და შიმშილობს, საბიუჯეტო თანხები ხალხს უნდა მოხმარდეს.

რატომ ყიდულობს ასი ათასობით ლარის ტრენაჟორებსა და გასართობ ატრაქციონებს თბილისის მერია და  გამგეობები, მაშინ, როცა ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, პასუხგაუცემელია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი