პეტიცია ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად - კულტურის სამინისტრო ისევ დუმს

გამოქვეყნდა:

2 ათასზე მეტი ადამიანი ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერად ერთიანდება. პროტესტის მიზეზი კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებაა, რომელიც 2 საუკუნოვანი შენობის რეაბილიტაციას არარენტაბელურად თვლის.

ოქროს საგანძურის დასაცავად მოქალაქეებმა პეტიცია შეიმუშავეს - მათი მთავარი ადრესატი პარლამენტი და კულტურის სამინისტროა.

ხელოვნების მუზეუმი, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნეა, ამაში დარწმუნებულები არიან სამოქალაქო აქტივისტები. სწორედ მუზეუმის გვერდით აშენებს ოლიგარქი „პანორამა თბილისს“.

ხელოვნებათმცოდნეები კი ამბობენ, რომ თუ კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს მოთხოვნას გაითვალისწინებს და ანჩისხატს ეკლესიას გადასცემს, ამით მუზეუმის მთლიანობის პრინციპი დაირღვევა.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი და კულტურის სამინისტრო პეტიციაზე ხელმომწერების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მოქალაქეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. წერილს კულტურის სამინისტრო ჯერ არ გამოხმაურებია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი