ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე, ზაქარია ქუცნაშვილი... | ზვიადაურის თავდებების სია

გამოქვეყნდა:

ზურაბ ზვიადაურს ვარლამ ლიპარტელიანი, ზაქარია ქუცნაშვილი, ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე და ავთო ჭრიკიშვილი თავდებში უდგებიან.

სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ" - ამის შესახებ კი პროცესზე თავად ზურაბ ზვიადაურმა თქვა. 

ზვიადაურის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს, დაჩქარებული წესით გაიმართა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდებულს ხვალ დაღუპული ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვაზე დასწრება სურს. ეს კი სწორედ პატიმრის სტატუსითაა შესაძლებელი.

მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი