მომღერალი კახა ცისკარიძე (კახაბერი) ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატობისთვის ისევ იბრძვის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე ოფიციალურად დასარეგისტრირებლად მას 2000 ხელმოწერა სჭრიდება, ხელმოწერებს ის ბათუმის ბულვარში აგროვებს.
ამბობს, რომ ის ერთადერთი დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი იქნება. მისი პრიორიტეტი ბათუმისთვის კულტურისა და ხელოვნების ქალაქის სტატუსის მინიჭებაა.
ჩამოვიარე ყველა პოლიტიკური პარტია ქვეყანაში და მივმართე ყველას, უფრო სწორად, ვალდებულად ჩავთვალე თავი მეთქვა ყველასთვის ჩემი იდეა, რომ მოეხსნათ თავისი კანიდატურა.... მე ვიყავი, რომელმაც პრიორიტეტი პროგრამაში, პირველ რიგში, ჩადო კულტურა და ხელოვნება, რაზეც აგებულია უკვე სხვა დანარჩენი, ტურიზმი, მისვლა-მოსვლა, ინტერესი და ა.შ., - ამბობს ცისკარიძე.
ბათუმის მერობა ცისკარიძემ 2017 წელსაც სცადა.