უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ "უკრაინის მომავლის ინსტიტუტმა", უკრაინის ეკონომიკურ წარმატებაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განხორციელებულ რეფორმებზეცაა საუბარი.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში, მესამე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლაზე, რეფორმებსა და წარმატებაზე.
მაგალითებად არის მოყვანილი ბიზნესის კეთების სიმარტივე, რომლის რეიტინგშიც საქართველო 100 ქულით გაიზარდა. კვლევაში ასევე წერია, რომ შემცირდა ჩინოვნიკების მიერ კონტროლირებადი ლიცენზირების პროცედურები და განხორციელდა მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმა.
"უკრაინის მომავლის ინსტიტუტმა, ერთ-ერთმა ყველაზე პროფესიონალურმა და პატივცემულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ქვეყანაში, მოამზადა ანგარიში უკრაინის ეკონომიკური წარმატების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მიუთითებენ საქართველოს განვითარებაზე ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, როგორც ყველაზე წარმატებული შემთხვევა, რეფორმების გატარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
ხშირად მესმის, რომ უკრაინა სხვა ქვეყანაა, რომ ის უფრო დიდია და აქ ამის გაკეთება უფრო რთული იქნებოდა. სრული უაზრობა - უფრო ადვილია დიდი ქვეყნის რეფორმირება და შესაძლებელია სწრაფი ცვლილებები. რა თქმა უნდა, რეცეპტები შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეფორმების ეროვნულ საბჭოში და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა, ნელი და რთული პროცესია, ის მიდის",-წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.