
ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება. როგორც ზვიადაურის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თბილისის მე-8 დაწესებულებიდან თელავში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ.
„რამდენადაც მე ვიცი, გადაწყვეტილება მიღებულია. ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას დაესწრება. მას ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ",- ამბობს ადვოკატი
ცნობისთვის, ზვიადაურის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით გუშინ, დაჩქარებული წესით გაიმართა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდებულს ხვალ ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვაზე დასწრება სურს. ეს კი სწორედ პატიმრის სტატუსითაა შესაძლებელი.
მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა.